top of page

ქართული ბიზნესის პროტესტი და ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები


●      28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-მდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 200-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო  ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წამომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს.

●      თუმცა ქართულ ოცნებას ჰყავს სერიოზული მხარდამჭერები ქართულ ბიზნესში, ბოლო არჩევნების დროს ქართულ ოცნებას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირა 510-მა ადამიანმა, რომლებიც დაკავშირებული არიან 2,000-ზე მეტ კომპანიასთან

●      ყველა ამ კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში 700 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღო სახელმწიფო ტენდერებიდან.

●      ქართული ოცნების შემომწირველებმა 2014-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროექტებიდან 71 მლნ ლარის სუბსიდია მიიღეს. სანაცვლოდ პარტიას 7.7 მლნ ლარი შესწირეს,

●      ამ ეტაპზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, რომლის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძეა, არ გაუკეთებია მხარდამჭერი განცხადება, სადაც 130 წევრია, რომლებიც ჯამში 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიებს ფლობენ

●      წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლის მფლობელებმა 2024 წელს ყველაზე მეტი თანხა შეწირეს ქართულ ოცნებას:

-       „ლილო-მოლი“ - 508 ათასი ლარი

-       „ყაზბეგი“ და თოფაძეებთან დაკავშირებული სხვა კომპანიები - 405 ათასი ლარი

-       „ნოვა“ - 282 ათასი ლარი

-       „ივერმედი“ - 280 ათასი ლარი

-       „აისბერგი 2“ - 195 ათასი ლარი

-       „დაგი+“ - 166 ათასი ლარი

-       „ბონდი 2009“ - 155 ათასი ლარი

-       „ალიანს ლისი“ - 153 ათასი ლარი

-       „იბეროილი“ - 150 ათასი ლარი

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, პარტიაზე ყველზე მეტი თანხა აქვს შეწირული:

-       „არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე - 472 ათასი ლარი

-       „გზა“, გიორგი ჭყონია - 460 ათასი ლარი

-       „ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა - 448 ათასი ლარი

-       „ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე - 397 ათასი ლარი

-       „მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი - 379 ათასი ლარი

-       „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე - 300 ათასი ლარი

-       „დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე - 282 ათასი ლარი

-       „კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური - 267 ათასი ლარი







bottom of page