მითების დეტექტორი აგრძელებს დაკვირვებას სხვადასხვა მავნე აქტორების დეზინფორმაციულ კამპანიაზე და შეგვიძლია, შევაჯამოთ უახლოესი პერიოდის მონაცემები. ცალსახად იკვეთება თანხვედრა ერთის მხრივ, სამთავრობო და მეორეს მხრივ, კრემლის პროპაგანდას შორის, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს იმისთვის, რომ მოახდინოს საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია. აქ მთავარი გზავნილი ის არის, რომ ხდება უცხო ქვეყნების ჩარევა ამ საპროტესტო აქციებში. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ “Stop Fake“-მა გადაამოწმა უკრაინაში, შეეხება უკრაინელების მობილიზებას იმისთვის, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩაერთონ აქ სამხედრო ძალადობრივ ქმედებებში. საერთო სულისკვეთება არის ის, რომ ორივე მხარე, როგორც ქართული სამთავრობო პროპაგანდა, ასევე რუსული სამთავრობო, ცდილობს ამ აქციის არამშვიდობიანად წარმოჩენას.
ასევე, საინტერესო ფაქტი გამოვლინდა წინა კვირას, როდესაც ერთ-ერთი ინგლისურენოვანი კრემლის პროპაგანდისტი, პატრიკ ლანკასტერი, რომელიც დონეცკში, მათ შორის, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში, იმყოფებოდა საქართველოში და საინტერესოა ისიც, რომ მას დარღვეული აქვს, სავარაუდოდ, ოკუპაციის შესახებ კანონი და ის ცდილობს მიზანმიმართულად ამ აქციის დისკრედტიაციას ისევე, როგორც ამას აკეთებს სამთავრობო პროპაგანდა.
ანტიმაიდანის თემა, მოგეხსენებათ, აქტუალურია და ხშირად ცდილობდნენ პოლიტიკოსების გამოსვლების მანიპულაციურად დაკავშირებას მაინდათან, თითქოს ისინი გეგმავდნენ აქ მაიდნის მოწყობას, რათა საზოგადოებრივი აზრის და თავისი მომხრეების კონსოლიდირება მოახდინონ მაიდნის აღკვეთის ეგიდით.
ყველაზე თავლსაჩინო მაგალითი ჩვენ ვნახეთ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული შტატივი, კადრი ვიზუალი, რომელიც რეალურად, წარმოჩენილი იყო როგორც შეიარაღებული მომიტინგე და ასახავდა შტატივს.
პრეზიდენტიც არის, ცხადია, ამ დეზინფომაციის სამიზნე და უფრო მეტიც, ხდება მანიპულაციურად შეცდომაში შემყვანი ქარდების გავრცელება დიპლომატების სახელით, თითქოს ამერიკის და ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა დიპლომატები გმობენ სახელისუფლებო მედიაზე თავდასხმებს და ამას საზოგადოება ავრცელებს როგორც რეალურ გამოცხადებებს.