top of page

სადამკვირვებო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა“, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ"  და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.


შეხვედრაზე  საუბარი შეეხო   2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს  და სავარაუდო გაყალბების სქემას. სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ასევე ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.


პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს.  სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ასევე პასუხი გასცეს დიპლომატიური კორპუსის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოვლენილი დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში  მიმდინარე პროცესს

bottom of page