top of page

ჩვენ შესახებ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ 26 ოქტომბერი და ამ დღემდე დარჩენილი პერიოდი გადაწყვეტს საქართველოს შემდგომი განვითარების ვექტორს. არჩევნების დღეს ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ამ პირობებში ევროკავშირის მხარდამჭერი მძლავრი კამპანიის წარმართვა და არჩევნებზე დაკვირვება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც არა მხოლოდ შეფასების, არამედ უმთავრესად დარღვევათა პრევენციის როლიც გააჩნია.

ამ კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ვალია ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, დავიკავოთ პროაქტიული პოზიცია და ჩვენს ხელთ არსებული ყველა გზა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროინტეგრაცია, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა ხმა.



ამ მიზნით გთავაზობთ:

• წამოვიწყოთ/შემოვუერთდეთ კამპანიას „ჩემი ხმა ევროკავშირს“;
• 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დავაკვირდეთ ყველა საარჩევნო უბანზე (სადამკვირვებლო მისია - ჩემი ხმა) კოალიციურად.


იდეა გულისხმობს:

1. არჩევნებამდე ერთიანი კამპანიის - „ჩემი ხმა ევროკავშირს“ - წარმართვას, რომლის მიზანია 2024 წლის, როგორც ერთგვარი რეფერენდუმის (რუსეთსა და ევროკავშირს შორის) შესახებ საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება, ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა და პროდასავლელი ამომრჩევლის მობილიზაცია; კამპანია მოიცავს როგორც მედია პროდუქტების მომზადებასა და გავრცელებას, ისე საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვა ფორმების გამოყენებას, მათ შორის კარდაკარის ორგანიზებას.

2. კოალიციის ქოლგის ქვეშ მასშტაბური სადამკვირებლო მისიის ორგანიზებას - „ჩემი ხმა“, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას, წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ერთობლივი ძალებით დაკვირვებას, ამომრჩეველთა ხმების დაცვას, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობასა და საარჩევნო საკითხებზე მათ ინფორმირებას.


ცხადია, არჩევნების დღის და წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება მისიის უმთავრესი მიზანია. სადამკვირვებლო მისია უნდა მოიცავდეს საქართველოში და საზღვარგარეთ ელექტრონული ტექნოლოგიებით თუ ძველი წესით გახსნილ ყველა უბანს (დაახლოებით 3030 უბანი).

bottom of page