როგორ გაყალბდა არჩევნები?
გამოყენებული მეთოდების შესაბამისი მტკიცებულებები იხილეთ ფოტო/ვიდეო ფაილებად:
საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს თან ქონდა სხვისი პირადობის მოწმობა, ან საკუთარ პასპორტში მოთავსებული ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი და მათი მეშვეობით აძლევდნენ ხმას. ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებდნენ.
ამომრჩეველთა კონტროლისთვის სხადასხვა ტაქტიკა გამოიყენებოდა, მათ შორის:
- უბანში მყოფი ამომრჩეველი, რომელიც ბიულეტენით კაბინაში შედიოდა, მტკიცებულებად, რომ გამყალბებელთა სასურველი პარტია გააფერადა (შემოხაზა) იღებდა ფოტოს, ან მის მიერ საარჩევნო სუბიექტის გაფერადებას (შემოხაზვას) თვალყურს ადევნებდა უბანში მყოფი სხვა პირი.
- საარჩევნო უბანის წინ, კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, 100 მეტრიანი დისტანციის დარღვევით, მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები და ე.წ. მამაკაცთა რაზმები, რომლებიც მეთვალყურეობას და აღრისხვას უწევდნენ მსულ ამომრჩევლებს. მათ მიაცილებდნენ საარჩევნო უბნამდე, სადაც უკვე ამომრჩეველს გადაიბარებდა უბანში წინასწარ ამ მიზნით მყოფი სხვა პირი.
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემა ახალი, ელექტრონული ყუთების მეშვეობით ხდებოდა (უბნების 75% და საერთო ამომრჩევლის 90%), მასობრივად ირღვეოდა არჩევნებში მონაწილეობის ფარულობა.
საარჩევნო ბიულეტენებს უკანა მხრიდან თვალსაჩინოდ ეტყობოდათ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, რადგან გამოყენებული მარკერები აღწევდა საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს. ყუთის ზედამხედველს, ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც საარჩევნო ყუთთან იდგა, შეეძლეო იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.
საარჩევნო უბნებთან ან მის მიმდებარედ მობილიზებული იყვნენ პარტიული კოორდინატორები და სხვა პირები, რომლებიც გარკვეულ თანხას აძლევდნენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც უბანზე ხმის მისაცემად მიდიოდნენ.
ამ მიზნით აწარმოებდნენ სპეციალურ აღრიცხვას.